26-10-2020
„დაგვისახელონ კონკრეტული ფაქტები, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ანუ თუ საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ველოდებით კონკრეტულ ფაქტებს. როგორც კი გვექნება კონკრეტული ფაქტები, მაშინვე ჩენი მხრიდან იქნება მყისიერი რეაგირება. მუდმივ რეჟიმში გვესმის ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს, ფაქტებს არ გვაწვდიან“,-ამის შესახებ ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ადგილობრივმა დამკვირვებლებმა გაავრცელეს ფეიკ-ნიუსი, პირადობის მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით. შემდეგ ბოდიში არ მოუხდიათ, მაგრამ აღიარეს ეს ფეიკ-ნიუსი. ხშირად ხდება ისე, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები ავრცელებენ ინფორმაციას ისე, რომ საერთოდ არავითარი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს.რაც შეეხება ძალადობას, იყო რამდენიმე ინციდენტი და სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი ჩართვის საფუძველზე და საშუალებით მოხერხდა ასეთი ინციდენტების პრევენცია და ჩვენ მოვახერხეთ მთლიანობაში მშვიდი და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.