გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უფრო, რომ შედეგები უკვე სახეზეა

26-10-2020

„ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უმეტეს, რომ შედეგები არის უკვე სახეზე. დღეები რომ გადავთვალოთ, როცა ბათუმში შემთხვევების რაოდენობის გაორმაგება მოხდა, პირდაპირ ემთხვევა იმ ვადებს, რა ვადებშიც ხდება ვირუსის გავრცელება“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება არამედ, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი.

„ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია, რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე თუმცა, კვლევები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება რეალურად მხარდამჭერთა რაოდენობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან კოვიდ-ინფექციას. შესაბამისად, მათი ასეთი დივერსიული აქტებიც ვერ გამოიღებს შედეგს და სამწუხაროა, რომ რაც მოხდა ბათუმში, გრძელდება სხვა უკვე რეგიონებში, რაც მიანიშნებს იმას, რომ ე.წ. პოლიტიკოსებისთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა. ამით იყო გამორჩეული „ნაციონალური მოძრაობა ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში და დღემდე ამით არის გამორჩეული “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930