გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

26-10-2020

„საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. ჩვენ ამას განვახორციელებთ თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებით და აღჭურვილობით. სამხედრო წვრთნებით და სწავლებებით, ინსტიტუციური განვითარებით, საერთაშორისო სწავლებების გაღრმავებით და რასაკვირველია, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფით“,-ამის შესახებ ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი ბერაიამ თავის გამოსვლაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებზე თავდაცვის სფეროს მიმართულებით დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ბრძოლისუნარიანი, თვითმყოფადი, ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების არსებობა, რომლებიც შეძლებენ ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და მეორე მხრივ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას.

„საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება არაკონფრონტაციულობას და რა თქმა უნდა დემოკრატიული კონტროლის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპებს.

საქართველოს ჭირდება ეკონომიკური და დიპლომატიური შეკავების კომპონენტებთან თანაფარდი თავდაცვითი შესაძლებლობები, რომლებიც მძლავრი შეკავების კომპონენტის შექმნით უზრუნველყოფს პოტენციური აგრესიის შეკავებას, ომის პრევენციას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი სახელმწიფოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის თავდაცვის ორგანიზება შესაბამისობაშია ალიანსის განახლებული შეკავების და თავდაცვის პრიორიტეტებთან და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ, ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს.
ჩვენ გავაგრძელებთ ტოტალური თავდაცვის მიდგომის ინტენსიურ დანერგვას, რაც ნიშნავს თავდაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრული ეროვნული ძალისხმევით როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო რესურსების მობილიზებით.

ტოტალური თავდაცვის ეფექტიანი იმპლემენტაციის ფარგლებით, ჩვენ თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში, თავდაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განვამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გრძელვადიანი დაგეგმვის საფუძვლებს და მშვიდობიან პერიოდში უზრუნველვყოფთ იმ მექანიზმების შექმნას, რომელიც აგრესიის შემთხვევაში შესაძლებელს გახდის მთელი ეროვნული ძალისხმევის სწრაფ და ეფექტიან მობილიზებას.

თავდაცვითი შესაძლებლობების და საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესების მიზნით ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რაც ამაღლებს ჩვენი დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას და ასევე უზრუნველყოფს აღჭურვის, წვრთნის, დაკომპლექტების და შენარჩუნების მდგრადი ინსტიტუციური განვითარების შექმნას“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს და ოფიცრებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ღვაწლი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930