გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილი: ქალაქის უკეთესად განვითარების საკითხში ადგილობრივი არასამთავრობოების ჩართულობის იმედი მაქვს

27-10-2020

"წლების განმავლობაში არასამთვრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ამიტომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრისას“, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა პანდემიის შედეგებსა და პროგნოზებზე, ქუთაისში არსებულ წინაასარჩევნო ვითარებაზე, ასევე ქალაქის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ და და უახლოეს მომავალში დასაწყებ პროექტებზე ისაუბრა.

"ჩვენ ვისაუბრეთ ყვეელაფერზე, რაც კი შეიძლებოდა განგვეხილა ქუთაისთან მიმართებაში, მათ შორის ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათებზე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინტერნეტის გადასახადის დაფარვაზე, ახალ მილიონიან პროექტებზე, რომელსაც ვიწყებთ მომავალი წლიდან და რომელიც უზრუნველყოფს კანალიზაციის გამოცვლას მთელს ქალაქში, ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშნელობაზე, დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც სულ ახლახან გადაეცათ ბინა და წლის ბოლომდე ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, საბჭოებზე, რომლის გაკეთებას ვგეგმავ ქალაქის მუნიციპალიტეტებში და რომელიც იზრუნებს ხალხის ჩართულობაზე ქალაქის განვითარების პროცესში; ასევე მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პორტალის გაკეთების სურვილზე, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს საკუთარი პრობლემის ამსახველი ფოტოს ატვირთვას, რასაც მოჰყვება სწრაფი რეაგირება. ვისაუბრეთ ზოგად ღირებულებებზე, ქუთაისზე, როგორც განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ტურიზმის ცენტრზე”, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ქუთაისის მერობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ ქალაქის უკეთესად განვითარების საკითხში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან, რაც ქვეყნის სწორი მშენებლობის პროცესში ბევრ სიკეთეს მოიტანს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930