გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ჩვენი ყველასი, მთავრობის, მოქალაქეების, ოპოზიციის, პარტიების საერთო ვალდებულებაა

28-10-2020

ეს საარჩევნო კამპანია არის უკიდურესად ღია და გამჭვირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფოთში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საარჩევნო პერიოდში, “ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ასეთი დამადასტურებელი ფაქტი იქნება, საარჩევნო კამპანიაში არსებობს სპეციალური მექანიზმები იმისთვის, რომ მოხდეს გასაჩივრება.

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა, დაშინება და კიდევ ბევრი ტრაფარეტული სიტყვები, რომელიც ასე ერთი და იგივე მეორდება, ვერც ერთ დამადასტურებელ ფაქტს ვერ მოიყვანთ. თუ ასეთი დამადასტურებელი ფაქტი იქნება, საარჩევნო კამპანიაში არსებობს სპეციალური მექანიზმები იმისთვის, რომ მოხდეს გასაჩივრება. არსებობს უწყებათაშორისი კომისია. ეს საარჩევნო კამპანია არის უკიდურესად ღია და გამჭვირვალე. ამიტომ, არანაირი პრობლემა, არანაირი რისკი, რომ მსგავსი ქმედებებით ვინმეს შეიძლება რეალური ზემოქმედება იქონიოს არჩევნებზე, არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს სხვა, უფრო შეფარული მექანიზმები, რომელიც დღეს, ქალბატონი თეა წულუკიანის ბრიფინგში, ყველამ კარგად მოვისმინეთ და იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს ხომ ჩვენი საერთო არჩევნებია. ერთი რამ უნდა გვესმოდეს - არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ჩვენი ყველას საერთო ვალდებულებაა, არა მხოლოდ მთავრობის, მოქალაქეების, ოპოზიციის, პარტიების, ყველასი. ეს იქნება საერთო გამარჯვება და საერთო გამარჯვება არა რომელიმე პარტიის და „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის. ამიტომ, ამ ამბავშიც, ამ თემაშიც და ამ საკითხშიც, ჩვენ უნდა ვიყოთ მოკავშირეები და არა ზოგიერთ რომ ჰგონია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930