გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კუბლაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

28-10-2020

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზოგიერთი დაინტერესებული პირისა და მედიასაშუალების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების შესახებ სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. აღნიშნულის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემთა ერთიანი ბაზის დახვეწის კუთხით 2013 წლიდან ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების დაკნინებაა.

ერთ-ერთი ასეთი ცრუ ინფორმაცია „ფორმულა ნიუსისა“ და ტელეკომპანია „მთვარის“ საშუალებით გავრცელდა. კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი კ. კუბლაშვილი საინფორმაციო საშუალებებში აღნიშნავდა, რომ მის ბინაში უცნობი პირი იყო რეგისტრირებული.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სააგენტო განმარტავს, რომ კუბლაშვილის მეუღლემ, მარინა მესხმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მომართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მის საკუთრებაში, მისამართზე - თბილისი, ვაჟა-ფშაველს გამზ., III კვ., კორპ. 6ა, ბ.9 - რეგისტრირებული მარიამ რამინაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის თხოვნით. მესაკუთრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის თაობაზეც კუბლაშვილების ოჯახს მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს წერილობით ეცნობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს სააგენტოს მიერ ცესკოსთვის მიწოდებულ პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში მათ მისამართზე მხოლოდ კონსტანტინე კუბლაშვილის ოჯახის წევრები - მისი მეუღლე და შვილი - არიან რეგისტრირებული" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930