გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს

28-10-2020

წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება.

„მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტენდენციისა, პროცესი სრულად მართვადია. ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. დღეს 2000-ს გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ, რაც პოზიტიური ტენდენციაა. პროცესის მართვა გრძელდება მართვისა და ადაპტაციის პროცესში. კერძოდ, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, რაც გულისხმობს პაციენტების მკურნალობას საავადმყოფოებში, ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში, ბინაზე მკურნალობის ნაწილში სრულად არის ჩართული პირველადი ჯანდაცვა და ყველა იმ პაციენტს, ვისაც ოჯახის ექიმის კონსულტაცია ესაჭიროება, შესაბამის დახმარებას იღებს. რაც შეეხება შეზღუდვების ნაწილს, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების გზით სიარულს. დღეს საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი შეზღუდვები არ დაწესებულა, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს. რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი, იგულისხმება პირბადე და დისტანცია, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930