გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე: რაც მე შეიძლება დავთმო და წავიდე კონსესუსზე ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება ეს სხვა შემთხვევაში არ გავაკეთო

18-04-2018

პარლამენტარის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ერთადერთი დისციპლინა, რასაც უნდა დაემორჩილოს დეპუტატი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებია.
ამის შესახებ ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


„ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობისა. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ყველას მონაწილეობით. ეს არის სწორი ფორმა. იმედია რომ იქიდან არ იქნება ისეთი პირობები, რომელიც აქცენტს გააკეთებს რაღაც დისციპლინაზე დეპუტატების მხრიდან. მე მაინც მგონია, რომ ერთადერთი დისციპლინა, რასაც უნდა დაემორჩილოს დეპუტატი, ეს არის ქვეყნის და ხალხის ინტერესები“- განაცხადა ფოფხაძემ.
დეპუტატმა მმართველი გუნდის დაგეგმილ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაზეც ისაუბრა.
„მგონია, რომ სასურველია ივანიშვილის ჩართულება. რადგან მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი, ავტორიტეტით, რაც მას ქვეყანაში გააჩნია. ეს არის ის პოლიტიკური კაპიტალი, რაც ეხმარება ადამიანებს ძალიან ბევრი კრიტიკული სიტუაციის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 
რაც მე შეიძლება დავთმო და წავიდე კონსესუსზე ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება ეს სხვა შემთხვევაში არ გავაკეთო“- განაცხადა ფოფხაძემ.
შიდა დაპირისპირებების თაობაზე გადამწყვეტი სხდომა უმრავლესობაში ხვალ 19:00 საათზე უნდა გაიმართოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930