გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბაჟოზე დიდი ოდენობის არადეკლარირებული საქონელი შემოვიდა

28-10-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქის ჰ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი შემოვიდა. მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღნიშნული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად,
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში - ,,თბილისი“, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საყოფაცხოვრებო საქონელი და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 64,088.99 ლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტრომ საქმის მასალები საგამოძიებო სამსახურს უკვე გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728