28-10-2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, 2020 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მემკვიდრეობის სკოლის გახსნის საინაუგურაციო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვოდა საქართველოს გენერალური კონსული, ლევან ბერიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. ასევე, აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ლევან ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად
ღონისძიებაზე დამსწრე ქართულ სათვისტომოს წარმომადგენლებსა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გენერალური საკონსულოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ქართული ენის შემსწავლელი კურსის სახელმძღვანელოები და რვეულები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლას, რომელშიც ამჟამად ორმოცამდე მოსწავლეა დარეგისტრირებული, ქართული მემკვიდრეობის ფონდის დამფუძნებელი, ლიანა ნიცეცკაი უხელმძღვანელებს.