გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის გაზიფიცირება გრძელდება - ხულოს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი შევიდა

28-10-2020

დაბა ხულოში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი აირი აინთო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და კომპანია სოკარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და მალე მაღალმთიან აჭარაში ყველა ოჯახი ბუნებრივი აირით ისარგებლებს.

თორნიკე რიჟვაძემ ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოებზეც ისაუბრა: ,,როგორც დაგპირდით, ხულო-ზარზმის გზა, რომელიც მაღალმთიანი აჭარისთვის ისტორიული პროექტია, ჩვენი რეგიონისთვის და ასევე, სამცხე-ჯავახეთისთვის, იქნება ბოლომდე მიყვანილი, დასრულებული“

აღსანიშნავია, რომ სალიბაურიდან-გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთზე აჭარის გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, 121 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობის ძირითადი ნაწილი, უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე დასკვნით 27 კილომეტრზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში, გაზი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზეც“ აინთო.

როგორც ცნობილია, გაზიფიცირების პროექტის სამუშაო პროცესში 300 ადამიანი დასაქმდა. დასკვნითი ეტაპის სამუშაოებზე დამატებით, 300 ადამიანი დასაქმდება. მშენებლობას შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930