გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე უკეთ შეძლო ზრუნვა ადამიანზე და მისი უფლებების დაცვა, უზრუნველყო ბიზნესის თავისუფლება

29-10-2020

„თქვენ მეკითხებით რატომ უჭერს მხარს საზოგადოება “ქართულ ოცნებას”? - ამაზე მოქალაქეებს აქვთ კონკრეტული პასუხი. “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა, შეძლო ზრუნვა ადამიანზე და მის უფლებებზე, უზრუნველყო ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, წარმატებული საგარეო პოლიტიკის გატარება, განათლების სფეროში ფუნდამენტური გარდაქმნების დაწყება და დაფინანსების გაზრდა, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარება და ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუციის მიღება.

დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 8 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა არის დაფინანსებული, 70 000 მდე ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადავარჩინეთ C ჰეპატიტის პროგრამით, განათლების დაფინანსება 630 მილიონიდან 1.5 მილიარდამდე გავზარდეთ, ავაშენეთ ახალი სკოლები, გაიზარდა პედაგოგთა ხელფასები, აშენდა სამჯერ, ოთხჯერ მეტი ინფრასტრუქტურა და გზები, ვიდრე ნებისმიერი წინა ხელისუფლების დროს, 1.4 მილიარდი ლარის ბიზნეს პროექტები დაუფინანსდათ მოქალაქეებს პროგრამით “აწარმოე საქართველოში” და 2.9 მილიარდი ლარის გრანტები და სესხის თანამონაწილეობა გაიცა სოფლის მეურნეობის სექტორში ფერმერებზე. ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში 3 მილიონიდან 9 მილიონამდე გაიზარდა. აშენდა 22 ახალი ელექტროსადგური, მაშინ როდესაც, წინა ხელისუფლებამ მხოლოდ 3 სადგურის მშენებლობა მოახერხა. ღვინის ექსპორტი 30 მილონი ბოთლიდან 90 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა. 8-ჯერ შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა ევროსასამართლოში, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და სამართლიანობა გაიზარდა. ქვეყანას აქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო მიმართულებით. ჩვენი თავდაცვის სისტემა თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან - აი ეს არის სამუშაო, რომელიც ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერით შევასრულეთ და ეს გვაძლევს საფუძველს ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მზად ვართ მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930