გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე დიდ სავაჭრო ობიექტში დასაქმებულებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

29-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს, ის ამჯერად ჭავჭავაძის ქუჩაზე განლაგებულ დიდ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა და სააარჩევნო ფორმატში საკუთარი პროგრამა გააცნო.

როგორც შეხვედრის შემდეგ მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ამ ქუჩას და მასზე განთავსებულ ობიექტებს დიდი ისტორია აქვს, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული აქ ხდებოდა ქუთაისში საბაზრო ეკონომიკის განვითარება.

"აქაურობა წლების განმავლობაში უბრალო, 10-დახლიანი ბაზრობიდან დიდ სავაჭრო ობიექტად გადაიქცა და ვრცელი ტერიტორია მოიცვა. ეს ადამიანებიც ამ ცვლილებების უშაუალო მონაწილები არიან. კარგად იციან ის პრობლემები თუ შენიშვნები რაც არსებობს. მე ვუთხარი მათ, რომ ჩემს გუნდთან ერთად ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ, ეს პრობლემები გავიზიაროთ და დავეხმაროთ მათ მოგვარებაში. ეს არის კიდევ ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930