გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორია სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში

29-10-2020

31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში, ასეთი მაგალითი უნდა მივცეთ ყველას და ამის შესაძლებლობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, 2 დღეში, საკმაოდ უჩვეულო გარემოში ჩატარდება არჩევნები და საარჩევნო კამპანიაც უჩვეულო გარემოში ჩატარდა პირბადეებით, თუმცა პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და ზრუნვით მოქალაქეებზე, ზოგიერთებისგან განსხვავებით.

„დიდი პატივია დღეს, აქ ყოფნა, მშვენიერ თბილისში, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მშვენიერდება და ამას ყველა დაკვირვებული თვალი ხედავს. ჩვენ, როგორც კახიმ თქვა, 2 დღეში, საკმაოდ უჩვეულო გარემოში გვიწევს არჩევნების ჩატარება და საარჩევნო კამპანიაც ასე უჩვეულო გარემოში ჩავატარეთ პირბადეებით, ოღონდ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და ზრუნვით ჩვენს მოქალაქეებზე, ზოგიერთებისგან განსხვავებით. სწორედ, ასე, ერთმანეთზე ზრუნვით 2 დღეში, 31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში, ასეთი მაგალითი უნდა მივცეთ ყველას და ამის შესაძლებლობა გვაქვს. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეორე დღეს, 1 ნოემბრიდან ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ის პროექტები, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ დროის დაკარგვის საშუალება არ გვაქვს, ჩვენ არ შეგვიძლია დღეები, თვეები ვკარგოთ ამ გაურკვეველ კინკლაობაზე, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე. ყველას კარგად გვესმის, რომ უმთავრესი გამოწვევა დღეს ჩვენთვის არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკა. მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ გეგმით, რომელიც გვაქვს, იმ პროგრამით, რომელიც დამუშავებულია და განხორციელდება უახლოესი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონში ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ამას ექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული პროექტების განხორციელებით. უახლოესი, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველო სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს, რა თქმა უნდა თბილისშიც. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვა და სხვა ქალაქებში, ქვეყნის სხვა და სხვა დაბებსა და სოფლებში თანაბარი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, რომ იშრომონ, იზრუნონ თავიანთ ოჯახებზე და ღირსეულად შეეძლოთ თავიანთი ოჯახების რჩენა, ჰქონდეთ თანაბარი განათლება, თანაბარი ჯანდაცვა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მივუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს იქნება ის 4 წელი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას 2024 წელს ჩვენ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და ეს იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სრული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, გონივრულად და მშვიდობით.

„ყველაფერი ამის გათვალისწინებით ჩვენ არც ერთი დღე, არც ერთი წამი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ოკუპაცია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სრული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, მაგრამ რა თქმა უნდა გონივრულად და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ჩვენს დევნილებზე, მათ საყოფაცხოვრებო, საცხოვრებელ პირობებზე, მაგრამ საბოლოო მიზანი სახელმწიფოსი, მთავრობის, ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. საქართველოს მთავრობა არჩევნების შემდგომ გააგრძელებს ზრუნვას ყველა იმ მიზნობრივ ჯგუფზე, ვისაც ეს ზრუნვა პირველ რიგში სჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, ჩვენს პენსიონერებზე. ჩვენ შევქმენით პენსიის ინდექსაციის ის მექანიზმი, როდესაც პენსიონერი არ ელოდება არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდას. ეს არის ჩადებული კანონს შესაბამისად, მიბმულია ეკონომიკურ ზრდაზე და არის დაფიქსირებული ის მინიმალური ზრდა, რომელიც ჩვენს პენსიონერებს ეკუთვნით და უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმა, ზრუნვა ჩვენს მომავალ თაობაზე. მომავალ თაობაში, მათ განათლებაში ჩადებული რესურსი არის ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთადერთი შესაძლებლობა. ჩვენ ყველამ ერთად, 31 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, სამართლიან, ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მოვულოცოთ ერთმანეთს, გამარჯვებას გისურვებთ!“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930