გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციის თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

18-04-2018

საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა,რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე, ქ.რუსთავში მცხოვრები ლ.ლ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ლ. გეგმავდა გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე გამავალი საირიგაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ლითონის მილების ქურდობას, რაშიც მფარველობის სანაცვლოდ მოლაპარაკება სცადა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების უფროსთან და ქრთამის სახით შესთავაზა 20 000 ლარი. დაგეგმილი და განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2018 წლის 17 აპრილს, თანხის გადაცემის პროცესში მოქალაქე ლ.ლ. დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ლ.ლ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930