გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისნის რაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

29-10-2020

თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე დაწყებული პროექტის დეტალები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძეს, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებს, ირაკლი აბუსერიძესა და ლევან დავითაშვილს გააცნო და მათთან ერთად, მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 9-ჯგუფიანი იქნება და 250 აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღში დასაქმდება 60-მდე ადამიანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების შესაბამისად.

„თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობას განვაგრძობთ, რომლის მიზანიც სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ვაზისუბნის დასახლების ამ ნაწილში განაშენიანება აქტიურად მიმდინარეობს და ბაღებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროექტის დასრულების შემდეგ, 250-ზე მეტი აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში მიიღებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

პროექტის ღირებულება 2 062 787 ლარია და მას შპს „ორნამენტი“ ახორციელებს. მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031