გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ ITU-ს და ევროპის რეგიონის ფორუმის მონაწილეებს 5G-ის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება გააცნო

30-10-2020

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) ევროპის რეგიონის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის თემა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა 5G-ის დანერგვის სტრატეგია, პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელება. გარდა ITU-ს წევრი ქვეყნებისა, ფორუმში რამდენიმე რეგიონალური ორგანიზაციაც მონაწილეობდა, მათ შორის, ევროკავშირის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების გაერთიანება (BEREC) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების გაერთიანება (EaPeReg), რომელსაც კომუნიკაციების კომისია უკვე ორჯერ, 2015 და 2019 წლებში, თავმჯდომარეობდა.

სესიაზე - 5G-ის ეროვნული სტრატეგიები და პოლიტიკა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის - კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა 5G-ის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება გააცნო. კომისიის წარმომადგენელმა შეხვედრაზე, ასევე ისაუბრა 5G-ის სტრატეგიასა და სპექტრის რეგიონალურ ხელშეკრულებაზე, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ არის ინიცირებული და რომლის მიზანსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სპექტრის ჰარმონიზაცია წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930