გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილი: მოქალაქეები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მოდის საუკეთესო გეგმებით

30-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოებ ხახალეიშვილი ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გენადი არველაძესთან ერთად შეხვდა.

"ჩვენ გვესმის თქვენი სურვილი, იცხოვროთ მოწესრიგებულ და ჯანსაღ გარემოში. ჩვენი სურვილიც ეგაა. ამიტომ ყოველთვის თანმიმდევრულად ხდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგება. უახლოეს მომავალში დაიწყება გზის საფარის გაუმჯობესება, მომავალი წლიდან დაიწყება მთელ ქალაქში საკანალიზაციო სისტემის გამოცვლის მრავალმილიონიანი პროექტი", - მიმართა ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

მერობის კანდიდატმა შემაჯამებელი შეხვედრების აუცილებლობაზე იასაურბა, მათ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პრიორიტეტები, გახნორციელებული პროექტები და მომავალი გეგმები უნდა გააცნონ.

ხახალეიშვილის თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს თავისი მოქალქეობრივი პასუხისმგებლობა და არჩევნებზე სწორი პოზიცია დააფიქსიროს.

„მოქალაქეები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მოდის საუკეთესო გეგმებით. ჩვენ გვსურს ქუთაისის განვითარება, ინფრასტრუქტურული სრულყოფა, კულტურის, განათლების, ხელოვნების, სპორტისა და ტურიზმი ხელშეწყობა, ბიზნესის წახალისება. სამუშაო ადგილების შექმნა, მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა საკუთარი ქალაქის მშენებლობის პროცესში. ჩვენ გვსურს 21-ე საუკუნის ევროპული, გამართული ქალაქი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930