გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე მიშველიძე: ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება

30-10-2020

„მთავარი ოპოზიციური პარტია, რომლის განცხადებებშიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობა იკვეთება, საქმით საპირისპიროს ამტკიცებს - თავისუფლების მოედანზე, პარტიული სიის პირველი ნომერი, რუსულ ენაზე მღერის.“- ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე, თავისუფლების მოედანზე გამართულ ოპოზიციის აქციას.

მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შეკრებები რეპეტიციაა ქუჩის სამომავლო აქციების წინ, მაგრამ მათ სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ უკვე მილევად რეჟიმში არიან და მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც დარწმუნებულია, რომ ქვეყანას რევოლუციური სცენარი საბედისწერო ფასად დაუჯდება.

„პარტია, რომლის რიგებში მრავლად არიან კოლაბორაციონისტები, პუტინის გავლენის აგენტები, პრორუსული პარტიებიდან პორტირებული წევრები, არ უნდა საუბრობდეს მმართველი პარტიის რუსულ კურსზე. “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველო ყველაზე ახლოსაა ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებთან. მმართველმა პარტიამ კონსტიტუციური ჩანაწერით უზრუნველყო ქართველი ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.“- ამბობს მიშველიძე.

ამასთან, მისი თქმით, გაყალბებული კვლევებით, ოპოზიციური სატელევიზიო არხები ქმნიან განცდას, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი დაბალია და ამზადებენ ნიადაგს არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაზე.

„ზოგიერთი ოპოზიციონერი ღიად საუბრობს რევოლუციურ სცენარზე და მათ მიერ მართული კვლევითი ორგანიზაციები მსგავსი კითხვის ღია ფორმულირებას არ ერიდება.

ოპოზიციური არხების მიერ დაკვეთილი კვლევებიც ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი ბევრად მაღალია ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის რეიტინგზე და ის არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებას უპრობლემოდ შეძლებს.სრულიად განახვავებული სცენარი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც ოპოზიციური არხების დაკვეთით ჩატარებული კვლევებით, მმართველ პარტიას არა თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეეძლო, არამედ პირწმინდად მარცხდებოდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”. საბოლოო შედეგი კი, აღნიშნული კვლევებიდან სრულიად აცდენილი იყო.

ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია მარცხს შეგუებულია და ერთადერთ იმედად არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა რჩება. ამ მიზნისთვის ოპოზიციური სპექტრის მიერ შექმნილი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მაქსიმალურად შეეცდებიან სიტუაციის დაძაბვას. ვითომ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი შედეგი და ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას გაყალბებულად გამოაცხადებენ.

უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო, ოპოზიციის მხრიდან, მკვეთრი პოლარიზაციით ხასიათდებოდა. პანდემიის პირობებში, როდესაც ხელისუფლება თავს იკავდებდა მასობრივი შეკრებებისგან, ოპოზიცია ყოველგვარ წესს უგულებელყოფდა და უპასუხისმგებლო ქმედებებით ვირუსის გავრცელებას უწყობდა ხელს.
ოპოზიციურ სპექტრში ამ კუთხით გამორჩეული იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ხალხმრავალ ღონისძიებებს აწყობდა და საკუთარ მხარდამჭერებს სხვადასხვა ქალაქში დაატარებდა“.- განაცხადა მიშველიძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება.

„ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე იმყოფებიან ქვეყანაში და ცესკოს მიერ გატარებული ღონისძიებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამჭვირვალე, სამართლიანი, კონკურენტული, უსაფრთხო და ამომრჩევლებს შეეძლებათ ცესკოს პროტოკოლის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილეობა“- ამბობს მიშველიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930