გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ხმა მივეცი პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარება შეუძლია

31-10-2020

„ხელისუფლება, ერთის მხრივ, სრულად, ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მეორეს მხრივ, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რომ თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო უბანზე, არჩევანის გაკეთების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო მზად არის შემდგომი განვითარებისთვის.

„მე ხმა მივეცი პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ ამ წლების განმავლობაში, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს და შემდგომ განვითარებას - ამაში თითოეული თანამოქალაქის მონაწილეობა დღეს არის აუცილებელი. მადლობას ვუხდი საზოგადოებას, ყველა თანამოქალაქეს - მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წლების განმავლობაში და საქართველო მზად არის დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად დღეს, საქართველო მზად არის შემდგომი განვითარებისთვის“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებისგან დამაჯერებელ მხარდაჭერას მოელის, რასაც ადასტურებს ყველა ავტორიტეტული კვლევა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონში 55-დან 60%-მდეა.

შეკითხვაზე-რატომ მიიჩნევს მმართველი გუნდი, რომ ორი ვადის შემდეგ, მოსახლეობა მას მესამე ვადითაც აირჩევს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შესრულებული სამუშაო მოქალაქეების მხრიდან სათანადოდ ფასდება.

„ 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა გაცილებით მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე ეს არჩევნებში დაფიქსირდა, რადგან იყო არჩევნების გაყალბება, ზეწოლა მოქალაქეებზე და გახსოვთ, რომ ჩვენ შევძელით, რომ გამარჯვება მოგვეპოვებინა და მშვიდობიანი ცვლილებების უზრუნველყოფა მომხდარიყო, შესაბამისად, ეს არ იყო ის არჩევნები, რომელიც უნდა შევადაროთ 2016 ან 2020 წლის არჩევნებს. რაც შეეხება შემდგომ არჩევნებს, 2016 წელთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და პარტიის მხარდაჭერა არის გაზრდილი, ამას ყველა კვლევა ადასტურებს და ეს არის განპირობებული იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ჰყავს გაცილებით ძლიერი, კონსოლიდირებული გუნდი, და რაც მთავარია, ჩვენს მიერ განხორციელებული და შესრულებული სამუშაო მოქალაქეების მხრიდან სათანადოდ ფასდება - ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა, ადამიანზე ზრუნვა, მისი უფლებების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება, ახალი ინფრასტრუქტურა ქვეყანაში და წარმატებები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს დღეს ყველაზე მეტად აინტერესებთ მომავალი და სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მომავალს და მომავლის მშვიდობიან, პროგრესულ უზრუნველყოფას ყველაზე უკეთ მოახერხებს“,- განუცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930