გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაჟა სირაძე: პირველადი ინფორმაციით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 5 პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, რაც შეეხება სროლის ფაქტს - არ დასტურდება

31-10-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გლდანში ერთ-ერთ უბანზე მომხდარ ინციდენტებზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. როგორც ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი ინფორმაციით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 5 პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, რაც შეეხება სროლის ფაქტს, არ დასტურდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მობილიზებულები არიან საარჩევნო უბნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირველადი ინფორმაციით, 5 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.

რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, კონკრეტულ სიტუაციაში სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ამ ეტაპზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სროლის ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ. რაც შეეხება უბანზე იარაღით ყოფნის ფაქტს, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას",- განაცხადა ვაჟა სირაძემ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728