გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული ათასობით ადამიანი სრულიად უაპელაციოდ შეიწყალა

19-04-2018

„ქვეყანაში სულ გვყავს 10 000-მდე პატიმარი და აქედან 3600 შეწყალებული ჰყავს ძალიან მოკლე დროში პრეზიდენტ მარგველაშვილს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, შეწყალების პროცესს გაჯანსაღება სჭირდება.


„დღეს მთელი დღეა მარგველაშვილი საუბრობს შავ პიარზე .ვერანაირად ვერ იქნებოდა ის ყველაფერი თეთრი პიარი გამომდინარე იქიდან, რომ სრულად უაპელაციოდ მან შეიწყალა ძალიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ათასობით ადამიანი და 500-ზე მეტმა მათგანმა ხელმეორედ ჩაიდინა მძიმე დანაშაული. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს სჭირდება გაჯანსაღება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031