გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეგზიტპოლის მიხედვით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს

31-10-2020

ავტორიტეტული ამერიკული კომპანია „ფაბლიქ ოპინიონის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 18:00 საათის მონაცემებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ დამაჯერებლად იგებს.

ამერიკულმა ორგანიზაციამ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55 პროცენტი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობა გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ 23 პროცენტი, „ევროპულმა საქართველომ“ 3 პროცენტი, „ლელომ“ 3 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსმა“ 3 პროცენტი, „გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელმა“ 3 პროცენტი, „გირჩმა“ 3 პროცენტი, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ კი 1 პროცენტი მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930