გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მარტი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

2-11-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ,სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 89 ბლოკი (17800 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის 3 ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. სამივე ფაქტზე,საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31