2-11-2020
არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2019 წლის ბოლოსათვის 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 5.9 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. 2019 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 16.0 მილიარდი ლარია.
საქსტატის ინფორმაციით, არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2019 წლის ბოლოსათვის 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა. 2019 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2.8 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 36.6. 2019 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 41.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან. მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 10.5 მილიარდ ლარს). მთლიანი ვალდებულებებიდან 12.3 მილიარდი ლარი1 წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2019 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ფინანსური წარმოებულების ღირებულება 29.2 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2019 წლის ბოლოსათვის 38.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
არაფინანსური კორპორაციების მიერ 2019 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 1.8 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 8.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობითვე, 2019 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 7.1 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით - 1 120.3 მილიონი ლარია. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 71.9 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 309.7 მილიონი ლარი.