გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონეთის საგარეო უწყება: ვაღიარებთ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და აკმაყოფილებდა ძირითად საერთაშორისო სტანდარტებს

2-11-2020

31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას საქართველოში, 31 ოქტომბერს, განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეფექტურად ორგანიზების მიზნით. დაფიქსირებული აქტივობა, განსაკუთრებით ეპიდემიის შედეგად წარმოქმნილი აშკარა სირთულეების ფონზე, წარმატებაა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების (OSCE / ODIHR, ევროკავშირი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭო და ნატო) შეფასებებს არჩევნების ჩატარების შესახებ. ჩვენ ვაღიარებთ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და აკმაყოფილებდა ძირითად საერთაშორისო სტანდარტებს.

ამავე დროს, ყურადღებას ვამახვილებთ დარღვევების შესახებ ამაღელვებელ ცნობებზე, რომელთა მასშტაბები სავარაუდოდ უნდა აღემატებოდეს 2016 წლის არჩევნების დარღვევებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეისწავლოს ყველა სიგნალი და საფუძვლიანად გამოიკვლიოს წარმოდგენილი საჩივრები, მოქმედი პროცედურების შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის ასამაღლებლად, რომელიც იგეგმება 21 ნოემბერს.

პოლონეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930