გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირბადის ტარება სავალდებულოა არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც - მაია ცქიტიშვილი

3-11-2020

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება პირბადის ტარების ღია სივრცეში აუცილებლობის შესახებ.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ნარჩუნდება დადებითი დინამიკა, მთავრობას აქვს ვალდებულება, იზრუნოთ ვირუსის გავრცელების შენელებაზე და აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამით არის განპირობებული.

„მიუხედავად იმისა, რომ ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ძალიან სწრაფი, ასევე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის კარგი დინამიკა გვაქვს, ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ვიზრუნოთ ვირუსის გავრცელების შენელებაზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის ტარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი მოუწოდებს მოსახლეობას, ატარონ პირბადე, რადგან ეს არის ამ დროისთვის უსაფრთხოების დაცვის ყველაზე კარგი და მარტივი საშუალება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930