4-11-2020
მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი მარშრუტი და მიკროავტობუსების რვა საუბნო მნიშვნელობის ხაზი.
7 ნოემბრიდან ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას 47 ერთეული მიკროავტობუსი და 42 ერთეული ავტობუსი ემატება. ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება: N343 ზემო ფონიჭალა - ვაზისუბნის დასახლება; N344 ზემო ფონიჭალა - ბარათაშვილის ქუჩა; N363 თხინვალა - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N383 ქავთარაძე - ზემო ვაკე - ბარათაშვილის ქუჩა; N387 წრიული - საბურთალო - ვაკე - საბურთალო.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ: N482 ახალდაბა - წყნეთი; N483 წყნეთი - წრიული; N419 სოფ. აგარაკი - მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტი“; N463 - ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები); N464 - ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე; N408 აეროპორტის დასახლება - ალექსეევკას დასახლება - მეტროსადგური „ისანი“; N457 „სადგურის მოედანი“ - ჯავახიშვილის ქუჩა - ბესიკის ქუჩა; N476 მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ანჯაფარიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი.
მგზავრები ახალ ხაზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდების საშუალებით მიიღებენ.