გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
სააკაშვილს წარუმატებლობა სომხეთის ხელისუფლებისათვის გაკვეთილად იქცა

19-04-2018

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიიის პოსტსაბჭოური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე კრილოვი, სხვა საკითხებთან ერთად, სომხეთის ხელისუფლებაში მომხდარ ცვლილებებზეც საუბრობს, კერძოდ, პარლამენტის მიერ ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის თაობაზე, რომელმაც ერევანში მასობრივი არეულობები გამოიწვია.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- თქვენს ერთ-ერთ ბოლო სტატიაში წერთ, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ლიდერები მიისწრაფვიან, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ, თუმცა ამას ყველა ვერ ახერხებსო...


- დიახ, გავიხსენოთ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის გაგრძელებას აპირებდა - 2010 წელს ქვეყნის ძირითად კანონში - კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და საპრეზიდენტო მმართველობა საპარლამენტოთი შეიცვალა: პრემიერ-მინისტრის წამოყენების უფლება არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მიეცა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ხელში იქნებოდა მთელი ხელისუფლება და ქვეყნის მართვის ბერკეტები. მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას ხელი მოეცარა: მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა და გაიმარჯვა ოპოზიციურმა ბლოკმა „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“. მოგვიანებით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, დაპატიმრების შიშით, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ.


- და თქვენ ფიქრობთ, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ამ ისტორიიდან გაკვეთილი მიიღო? დასკვნები გააკეთა?


- აშკარად. მიხეილ სააკაშვილის წარუმატებლობა სომხეთის ხელისუფლებისათვის გაკვეთილად იქცა. ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში ჩატარებული რეფერენდუმით მოსახლეობის უმრავლესობამ მოიწონა საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო მმართველობით შეცვლა. 2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების დროს სწორედ ეს იდეა ფიგურირებდა, რომელშიც ისევ მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. პრეზიდენტის უფლება-მოსილება შეიკვეცა, პრემიერ-მინისტრისა და გაიზარდა. პარლამენტის სხდომაზე ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.


წყარო: «Голос Армении» (სომხეთი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930