გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გალტ & თაგარტი Global Banking & Finance Awards-ის მიერ მსოფლიოს Next 100 საუკეთესო კომპანიის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა

6-11-2020

საერთაშორისო გამოცემამ Global Banking & Finance Review-მ გალტ & თაგარტი The Next 100 Global Awards 2020-ის გამარჯვებულად დაასახელა. ეს ნომინაცია ავლენს ყველაზე საინტერესო, ინოვაციურ და პერსპექტიულ ბიზნესებს მსოფლიოს მასშტაბით. ჯილდო სწორედ იმკომპანიებს გადაეცათ, რომლებიც მუდამ მზად არიან მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების თუ სერვისების მიწოდება უზრუნველყონ.

გალტ & თაგარტ-მაორი ჯილდო სხვადასხვა კატეგორიებში - საბროკერო მიმართულებით და საინვესტიციო საბანკო მიმართულებებით მიღწეული წარმატებისათვის მოიპოვა.

„მოხარული ვართ, რომ Global Banking & Finance Review-მ გალთ & თაგარტი მსოფლიოს მასშტაბით 100 ყველაზე ინოვაციურ და პერსპექტიულ კომპანიას შორის დაასახელა. პროგრამის ფარგლებში 2 ჯილდო საბროკერო და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით მოგვენიჭა. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და კვლავ აქტიურად განვაგრძობთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას“,- განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტი-ს მმართველმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, Global Banking & Finance Review (https://www.globalbankingandfinance.com/) წამყვანი ონლაინ და ბეჭდვითი ჟურნალია, რომელიც საბანკო, საბროკერო, დაგროვილი ქონების და სხვა საინვესტიციო მიმართულებით უმაღლესი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყობს. მას 200-ზე მეტ ქვეყანაში კითხულობენ. მკითხველთა შორის არიან დიდი საერთაშორისი კომპანიების აღმასრულებელი პირები, ფინანსური ინსტიტუტები, ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებიდა ფინანსური ბაზრებით დაინტერესებული პირები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930