გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე წარადგინა

19-04-2018

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა, - ახალი საპარლამენტო მდივანი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.


„ნათიას ყველანი კარგად ვიცნობთ. მას ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში. იგი მუშაობდა, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ასევე ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ბოლო პერიოდში იყო შალვა თადუმაძის მოადგილე. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ნათია თავისი გამოცდილებით, საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომით, წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანას. მინდა, წარმატება ვუსურვო ნათიას ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნათია მიქელაძემ მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930