8-11-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგის შემდეგ მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. საბანაძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციას მონაწილეების წინააღმდეგ გაზი არ გამოუყენებია.
"ვრცელდება დეზინფორმაცია გაზთან დაკავშირებით. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა კარგად გაითვალისწინოს, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია",- განაცხადა კახა საბანაძემ.