გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჭიჭინაძე ვოლსკიზე: ეტყობა დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არა

19-04-2018

პარლამენტარის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი დაბერდა, რადგან ვერ ხვდება, რა არის კორექტული.
ამის შესახებ ჭიჭინაძემ ვოლსკის იმ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, სადაც ვიცე-სპიკერი ჭიჭინაძის კომენტარს არაკორექტულს უწოდებს. 

„კიპლინგის მაუგლი ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, იქ არის მგელი და როდესაც ნანადირევს ვერ დაიჭერს მერე კრებას ატარებენ და იძახიან, რომ აკილამ ააცილაო, ანუ აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა გია (ვოლსკი) დაგვიბერდა და ვერანაირად ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არა. "ქართული ოცნება" ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ამიტომ მე ვფიქრობ ხანდახან უნდა დაფიქრდეს ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს”- განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, ვოლსკის თქმით, დავით ჭიჭინაძის განცხადება, სადაც ის კოლექტიური ზარდიაშილების სენზე საუბრობს, არაკორექტულია.

„მე ვფიქრობ, არაკორექტული განცხადებაა და იმ სულიკვეთებას არ შეუწყობს ხელს რაც ყველას გაგვაჩნია. პოზიტიურია სულისკვეთება, ჩვენ გვაქვს მისწრაფება პოზიციებიც შევაჯეროთ და თუ საჭიროა ადამიანურ ურთიერთობაზეც ღრმად ვილაპარაკოთ“-განაცხადა ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031