გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჭიჭინაძე: გუგული მაღრაძე იმ ასაკში იმყოფება, ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს

19-04-2018

პარლამენტის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გუგული მაღრაძე იმ ასაკშია, რომ ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს.
ამის შესახებ ჭიჭინაძემ გუგული მაღრაძის საპასუხოდ განაცხადა. 
„ადამიანი, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს. რაღა დროს ახლა კოდექსებით საუბარია? მე პატარა ბავშვი რომ ვიყავი მასწავლიდნენ, კოვზი არ დაიჭირო მარცხენა ხელში უზრდელობაა შვილოო, დაიჭირე მარჯვენა ხელში, თავი არ ჩაყო თეფშში. - თუ ვიღაცას ამის გადმოტანა უნდა პოლიტიკაში, სად, როგორ მოვიქცეთ: არ დავამთქნაროთ, არ ჩავყვინთოთ კანონის მიხედვით, რომ არ შეიძლება ჩაგვეძინოს, კი ბატონო,“- აცხადებს ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, რომ გუგული მაღრაძე დეპუტატებისთვის ქცევის კოდექსის აუცილებლობაზე საუბრობს. 
„ვფიქრობ, რომ ეთიკის კოდექსი იმიტომაა საჭირო, რომ პარლამენტის წევრებმა იცოდნენ, რა ჩარჩოებში შეიძლება იყოს მათი პროტესტი გამოხატული“- განაცხადა მაღრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930