გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „შპს კერამიკა ელტორენტე +“ საქმიანობას იწყებს

17-11-2020

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის თანამონაწილეობით აგურის საწარმო „შპს კერამიკა ელტორენტე +“ საქმიანობას იწყებს.

პროექტის მხარდასაჭერად ბანკმა 1 800 000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო. საწარმოს გახსნა მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

პროექტის ჯამური ღირებულება 3 300 000 აშშ დოლარს შეადგენს. ობიექტი 40-მდე ადამიანს დაასაქმებს, პროდუქტის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება. პროდუქტი კონკურენტული ფასით და წონითასევე, თბოიზოლაციის თუ ხმის იზოლაციის კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა. შესაბამისად, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება სამშენებლო ბლოკის ჩანაცვლება.

„ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ადგილობრივი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების გაფართოებაში, კერძოდ კერამიკული აგურის სტარტაპ საწარმოსდაფინანსებით. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობსხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სამომავლო განვითარებას. ასევე, დადებითად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში“ - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930