გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკო სოციალური ქსელის მომხმარებლებს აფრთხილებს

17-11-2020

სოციალურ ქსელებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ყალბი გვერდების თაობაზე ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ყალბი ფეისბუქგვერდი შეიქმნა, რომლითაც ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს თამარ ჟვანიას სახელით წერენ.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა შეცდომაში შესაყვანად ყალბი ანგარიში ცესკოს თავმჯდომარის სახელით, თამარ ჟვანიას ფოტოების გამოყენებით, რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ფაქტი ცესკოს თავმჯდომარის სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა და წარმოადგენს იმ დამაზიანებელი კამპანიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება.

გვინდა მოვუწოდოთ სოციალური ქსელების მომხმარებლებს, არ შევიდნენ შეცდომაში და გაითვალისწინონ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აქვს ფეისბუქის ოფიციალური, ვერიფიცირებული გვერდი, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი აღნიშვნა" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930