გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შემაშფოთებელი განცხადება გაკეთდა

17-11-2020

„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შემაშფოთებელი განცხადება გაკეთდა“, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას. საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ტინი კოქსი „რუსეთის აგენტად“ და „რუსეთის კმაყოფაზე მყოფად“ მოიხსენია.

„იგი ზოგადად ბევრ განცხადებებს აკეთებს და იმდენად არაადექვატური და არა რელევანტური, რეალობას აცდენილი განცხადებებია ხშირ შემთხვევაში არც ღირს კომენტარების გაკეთება, მაგრამ ეს განცხადება ჩვენთვის პირადად შემაშფოთებელი იყო, იმიტომ რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს როდესაც შენ უწოდებ რუსეთის აგენტს, ეს უკვე სხვა რიტორიკის განცხადებაა. ეს ნიშნავს, რომ ის შეფასებები, რომლებიც ოდირის წარმომადგენლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, სახელმწიფო დეპარტამენტის და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩების მხრიდან მოვისმინეთ, ფაქტიურად ეს შეფასებები გაუტოლა „ეფესბეს“ რაღაც შეფასებებს. აქედან ასეთი დასკვნა შეიძლება გამოიტანო, იმიტომ რომ ის განცხადებები, რაც გააკეთა მისიის ხელმძღვანელმა ერთი ერთში ემთხვევა იმ განცხადებებს, რაც საერთაშორისო ინსტიტუციებმა გააკეთეს. ეს ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს და ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირებები მოყვა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930