17-11-2020
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით „საერთაშორისო ქალაქების/რაიონების მართვის ასოციაციის“ (ICMA) ევროპული განყოფილების ხელმძღვანელ პიტერ აგი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
პიტერ აგი ვიზიტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე USAID-ის პროექტის პერსპექტივებზე, ICMA-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
დავით შერაზადიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის გამოცდილებას. ბოლნისის მერმა პიტერ აგის ასევე მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევბზეც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ბატონ პიტერ აგის ვუმასპინძლეთ. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო, ადგილობრივ არასამთავრობო და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციასთან. ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის დახმარებით ჩვენთან ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კი ბოლნისის მუნიციპალიტეტს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები აქვს, ეს კი მუნიციპალიტეტში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ხარისხს კიდევ უფრო აძლიერებს. ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება და ჩვენ ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.