გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ ქარცივაძე: ინფიცირებულების სოლიდურ ციფრს, დღეს ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის

18-11-2020

ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსმა, რეანიმატოლოგმა ნიკოლოზ ქარცივაძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ ციფრს, დღევანდელი დღისთვის, ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის.

„განსაკუთრებით ნაყოფიერი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან. ასევე ჩართვა იყო ჩვენს უცხოელ კოლეგასთან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ინფიცირებულების ყოველდღიური ციფრი სოლიდურია. დღევანდელი დღისთვის ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება ამ მაჩვენებელს, მაგრამ მოგეხსენებათ ასევე რესურსები ამოუწურავი არ არის. დღევანდელი შეხვედრის ძირითადი აქცენტი იყო ზუსტად იმ მიმართულებით გაკეთებული, რომ არსებული საწოლფონდის გამოყენება მოხდეს რაციონალურად, დაკავდეს საწოლები იმ პაციენტებით, რომლის სტაციონარში ყოფნა აქტუალურია. კიდევ უფრო გაესვა ხაზი აქტუალობას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მენეჯმენტთან დაკავშირებით. ეს ის პაციენტები არიან, რომელთან მდგომარეობა არ იცდის, რომელთა დახმარებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და ეფექტურად. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება უცხოელ კოლეგებთან, სხვადასხვა კლინიკებთან. ძალიან საინტერესო აზრები იყო წარმოთქმული სხვადასხვა მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შედეგებს უახლოეს მომავალში ვიხილავთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930