გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს წარმომადგენელი ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

22-11-2020

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა.
გამარჯვებულები დღეს ლანჩხუთში დაბრუნდნენ. კლუბ „ლანჩხუთს“ გულშემატკივრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა იმნაიშვილი, მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანეს გოგონებმა. მადლობა, მათ ამისთვის. მინდა ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო ჩემპიონატის შემდგომ ეტაპზე -განაცხადა, ბიძინა იმნაიშვილმა.

საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი „ოკჟეტპესი“ 2:1, ხოლო მეორე ეტაპზე რუმინეთის მრავალგზის და მოქმედი ჩემპიონი „ოლიმპია კლუჟი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი რუმინელთა კარში ხატია ჭყონიამ მატჩის 68-ე წუთზე გაიტანა.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის 1/16 ფინალში ევროპის უძლიერესი გუნდები იასპარეზებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930