გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა

23-11-2020

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ბაზრობების წარმომადგენლებისგან მოისმინეს, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი პანდემიის პირობებში და რა სახის დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეკავებას და მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს ეკონომიკა.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებისას მთავრობის მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება.

პრემიერ - მინისტრის დავალებით ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930