გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

24-11-2020

ქალაქ კასპში მ. კოსტავას ქუჩის ე.წ რუკების გზის რეაბილიტაცია - მოასფალტების სამუშაოები გრძელდება.

გზის სამუშაოებს, რომლის სიგრძე 850 გრძივი მეტრია, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს.

აღნიშნული მონაკვეთი ათეულიწლებია ისეა ამორტიზირებული, რომ გადაადგილებისთვის დისკომფორტის და საფთხის შემცველი იყო. პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, მეორე ეტაპი კი 2021 წლის მარტში.

გზის სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 336 001 ლარით ფინანსდება. გზის საგარანტიო ვადა 2 წელია ხარისხის შემოწმებას კი მერიის მიერ დაქირავებული ინსპექტირების ორგანო ახორციელებს.

"კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს არა მარტო კომფორტულ გადაადგილებას, არამედ ქალაქში შემოსასვლელი დ. აღმაშენებლის ქუჩის განტვირთვასაც" - აცხადებენ კასპის მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930