გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აქსელ ფიშერი: საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის პარალელურად რუსეთი ამ რეგიონების ანექსიის პროცესს განაგრძობს

27-11-2020

აქსელ ფიშერი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია-CDU) და გერმანულ-ქართული ფორუმის თავმჯდომარე, სოციალურ მედიაში ეხმაურება 2020 წლის 12 ივნისს, სოჭში შეხვედრის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ასლან ბჟანიას შეთანხმებას ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნასთან დაკავშირებით.

ფიშერი აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამწლიანი, საკმაოდ მოცულობითი „პროგრამის“ მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის დაახლოება რუსეთის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კანონებთან და რეგულაციებთან, რაც ითვალისწინებს ისეთ სახიფათო პროცესებს, როგორებიცაა, მაგალითად, „ორმაგი მოქალაქეობის“ მიღების გამარტივება.

„გვსურს განსაკუთრებით გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რუსეთის ჰიბრიდული პოლიტიკის ამ მორიგ ნაბიჯზე, რადგან აღნიშნული განზრახვის სრულყოფილი რეალიზაციის შეთხვევაში, აფხაზეთი ფაქტობრივად იქცევა რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ნაწილად“ - წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქსელ ფიშერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930