გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
როგორ ცდილობდა ეროვნულობის შენარჩუნებას ქართველი მოსწავლე-ახალგაზრდობა ცარიზმის დროს

21-04-2018

მეფის რუსეთის დროს, ისევე როგორც უფრო ადრინდელ და შემდგომ წლებშიც, ქართული აზროვნებისა და ეროვნულობის წინააღმდეგ უამრავი იერიში იქნა მიტანილი, თუმცა, საუკუნეების მანძილზე გამომუშავებული იმუნიტეტის წყალობით, ქართველი ხალხი ამ იერიშების მოგერიებას ახერხებდა და ახერხებს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE, გთავაზობთ ქართული გიმნაზიის ერთ-ერთი მოსწავლის ილია ბერიძის წერილს, რომელიც 1916 წელს გაზეთ „სამშობლოში“ გამოქვეყნდა და სადაც, გიმნაზიის მოსწავლე, ახალგაზრდებში ეროვნულობის შენარჩუნების შესახებ საინტერესო ინიციატივას აჟღერებს:
„საზოგადოდ ჩვენ ქართველები ყველა დარგში ჩამორჩენილები ვართ. ცხადია, ჩვენ უნდა ვეცადნეთ და გავაკეთოთ ის მაინც, რის გაკეთებაც შეგვიძლია.
ქართველ მოსწავლე ახალგაზრდობას ხშირათ გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ქართველური არაფერი არ გვწამს და ქართულათ არ ვაზროვნებთ. სიმართლე ვსთქვათ, ამაში ჩვენ მოსწავლეებს იმდენი ბრალი არ მიგვიძღვის, რამდენიც ჩვენს უფროსებს.


მოსწავლე იძულებულია საჭირო ქართული სახელმძღვანელოს უქონლობის გამო, რუსულს მიმართოს... ამით აიხსნება, სხვათა შორის, ის გარემოებაც, რომ ქუთაისში იყიდება ათასზე მეტი რუსული უბის წიგნაკი. ასე ხდება საქართველოს სხვა დაბა ქალაქებშიც. ამისთვის ჩვენ განვიზრახავთ შევადგინოთ და გამოვცეთ ქართული უბის წიგნაკი „მოწაფის დღიური“. წიგნში იქნება ორი განყოფილება. პირველ განყოფლებაში მოთავსებული იქნება სურათები შოთასი ილიასი და აკაკის, დავით აღმაშენებლის, თამარის, ერეკლე მეორის ქართველ მსახიობთა, ვლ. მესხიშვილის, ნინო ჩხეიძის და ვასო აბაშიძის. წიგნში მოთავსებული იქნება საქართველოს რუქა.


მეორე განყოფილებაში კი იქნება „მოწაფის დღიური“, სადაც ჩაიწერება ყოველგვარი შენიშვნები, გაკვეთილების სია და სხვა. რადგანაც ამგვარი გამოცემა პირველია და როგორც ასეთი შეიძლება სუსტი გამოდგეს, ჩვენ ვეცდებით, რომ იგი შეძლების და გვარათ ვრცელი და უნაკლო იყოს. ამიტომ საჭიროა ყველა დაგვეხმაროს სხვადასხვა ცნობის მოწოდებაში და შემდეგ გავრცელებაში. მივმართავთ ყველას, ვისაც კი ეს საქმე აინტერესებს, უმთავრესად ქართველ მოსწავლე ახალგაზრდობას, გვაცნობონ თავისი მოსაზრებები გაზეთის საშუალებით, რითაც დიდათ დაგვავალებს, რადგანაც ჩვენ მათი შენიშვნებით ვიხელმძღვანელებთ „დღიურის“ შედგენის დროს.


ქართული გიმნაზიის მოსწავლე ილია ბერიძე“



გაზეთი „სამშობლო“ 1916წ. (სტილი დაცულია)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930