3-12-2020
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი დაჭერა პუტინს გაუხარდება. ამის შესახებ სააკაშვილმა "ბლუმბერგთან" ინტერვიუში ისაუბრა:
"პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილი მკვდარია. მედვედევმა და პუტინმაც თქვეს, რომ გაუხარდებათ, თუ სააკაშვილს ვინმე დააპატიმრებს, იმიტომ, რომ სანამ თავისუფალი და ცოცხალი დავდივარ, პუტინი ძველ ე.წ. "პალაჟენიას" პოსტსაბჭოთა სივრცეში ვეღარასოდეს აღიდგენს. ეს გავლენა 2008 წლის შემდეგ ჩამოიშალა. დსთ-ს ერთ-ერთი სახელმწიფოს ლიდერმა გაბედა და მას თავი არ დაუხარა. სანამ მე ცოცხალი ვარ და სანამ მე გარეთ ვარ, ვერცერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი ვეღარ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, როდესაც რუსეთის მითითებებს უსიტყვოდ შეასრულებს. ეს ვითარება ბოლო წლებში შეიცვალა და ეს გავაკეთეთ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა თავისუფლებისმოყვარე პოლიტიკამ" - განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით