4-12-2020
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ამჯერად "ევროპული საქართველოს" წევრი, გივი თარგამაძე გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში, ჯერ კიდევ ნაცმოძრაობაში ყოფნის პერიოდში დარწმუნებით აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებდნენ.
ინტერვიუში, რომელიც მან 2015 წლის დასაწყისში მისცა გაზეთს, თარგამაძე პირობას დებდა, რომ შეცდომებს აღარ გაიმეორებდნენ:
"ვიცი, ხელისუფლებაში დავბრუნდებით. მუდმივად ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე. ახლა ამ შეცდომებზე კი აღარ ვისწავლით, უბრალოდ იგივეს აღარ გავიმეორებთ. ასე თუ მოხდა, გამოდის, დებილები ვართ. არადა არ ვართ დებილები და ამას დავამტკიცებთ. არაერთხელ მოგვიხდია ბოდიში შეცდომების გამო და ახლაც ბოდიშს ვიხდი ყველაფერზე, რაზეც ბოდიშია მოსახდელი" - განაცხადა თარგამაძემ.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით