გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ საქმე სტრასბურგში წავა

21-04-2018

ინ და რატომ ითხოვს გიორგი გაბუნიას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას და მისი პასუხისმგებლობის დაყენებას? რა გავლენები აქვს ნიკა გვარამიას პროკურატურაზე და ვინ არის და რა წარსული აქვს ახლად არჩეულ საპროკურორო საბჭოს წევრ ივანე კაკალიას?


«ალიას» ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ესაუბრა:


- პროკურატურას მივმართე განცხადებით. საკითხი კი მდგომარეობს შემდგომში - დასაწყისში ვიტყვი, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება რელიგიების მისამართით, სიტყვის თავისუფლების სახელით, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში დანაშაულია.


- კონკრეტულად რაზე გაქვთ საუბარი?


- დააკვირდით - პრესა, ტელევიზია, არასამთავრობო ორგანიზაციები - ყველა მომართულია, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქროს და ეს არის წახალისებული. ცალკე პრობლემაა ის, რომ ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს ცნება, რომელიც განსაზღვრავს, სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და რელიგიურ ფასეულობაზე თავდასხმას შორის. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება საზოგადოებაზე დაკვირვება, გამოცდა მათი ცნობიერებისა - რა, როგორ იქნება აღქმული. დააკვირდით, როგორ დაიწყო - ჯერ რიგითი მღვდლები შეურაცხყვეს, მერე მაღალ იერარქებზე გადავიდნენ, მერე პატრიარქამდე მივიდნენ და ბოლოს - იესო ქრისტესაც მისწვდნენ. ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გააკეთა ძალიან მკრეხელური გაცხადება თავის გადაცემაში. ამ ყველაფრის მერე, მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე, გიორგი გაბუნიას, როგორც ჟურნალისტის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კონკრეტული მუხლებით - 142-ე და 155-ე მუხლებით, რომლებიც რელიგიური გრძნობებისა და წმინდანების შეურაცხყოფისთვის აწესებს პასუხისმგებლობას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი მატერიალური კანონმდებლობა მწირია ამ კუთხით, რომ ასეთი ტიპის უზნეო განცხადება რიგიანად დასაჯო, ადმინისტრაციულად სასაცილოა მისი დასჯა.


- ხომ დასაჯა ის ტელევიზიამ, საყვედური გამოუცხადეს...


- მას არ წამოსცდენია ეს სიტყვები. ეს იყო წინასწარ მოფიქრებული და კარგად გააზრებული განცხადება, რომლის შედეგებიც, ვფიქრობ, გააზრებული იყო წინასწარ. ეს დაადასტურა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმაც.


- კერძოდ?


- გამოვიდა გაბუნია, გაამასხარავა ჩემი უფალი ღმერთი და ამას მოჰყვა ის, რომ შეიკრიბა ტელევიზიის ადმინისტრაცია და საყვედური მისცა გაბუნიას. იმდენად სასაცილოა ეს, რომ ვერაფერში ვერ ჯდება. გაბუნიაზე უფრო უზნეომ, ქვეყნის დამაქცევარმა და ნაპროკურორალმა გვარამიამ განაცხადა, საყვედური მივეცითო. აშკარაა, რომ იყო მცდელობა, მოეხდინათ მართლმადიდებლური სამყაროს, ეკლესიის დისკრედიტაცია. ამ დისკრედიტაციაში კი, პირდაპირ თუ ირიბად, ჩართულია სახელმწიფო - თავისი ინსტიტუტებით. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებები, რასაც არ აკეთებს, მიუხედავად აშკარა დისკრიმინაციისა. არ არის დაცული სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ადამიანების უფლებები.


- ახლა, პროკურატურას რომ მიმართეთ, რას ელით, გგონიათ, რომ განცხადებას მსვლელობა მიეცემა?


- დარწმუნებული ვარ, არ დაიწყება გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა და არ მისცემენ მას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, ვერ გაბედავს პროკურატურა ამას. ვერ გაუძლებს დასავლეთის ზეწოლას.


- მაშინ, რატომ მოცდით, რატომ მიიტანეთ ეს განცხადება პროკურატურამდე?


- მე სხვა გეგმები მაქვს, ასე დგას საკითხი - ჩვენი კანონმდებლობა და პროცესი ითვალისწინებს, რომ ამა თუ იმ საქმემ სამართლებრივი პროცედურები საქართველოში გაიაროს, რომ შემდეგ გასაჩივრდეს ადამიანის უფლებათა სასამართლოში - სტრასბურგში. მე სწორედ ეს პროცედურები უნდა გავიარო და ქართულ მართლმსაჯულებას უნდა დავანახო, რომ უვარგისია, მახინჯი, კოჭლი და გამოუსადეგარი.


- რა სასჯელს ითვალისწინებს ეს მუხლები?


- 142-ე ითვალისწინებს ჯარიმას ან 6 თვემდე პატიმრობას, 155-ე - სამ წლამდე პატიმრობას, თუ ჩადენილია დანაშაული სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით და ჩვენ ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე.


- საერთაშორისო ზეწოლა ახსენეთ და თუ გავითვალისწინებთ იმ შედეგს, რაც დადგა «ქართული მარშის» წევრების წინააღმდეგ, რას ფიქრობთ, რამდენად აქვს გავლენა ნიკა გვარამიას დღეს არსებულ პროკურატურაზე?


- ფაქტია, რომ «ქართული მარშის» წევრების დაპატიმრება არ არის იურიდიული აქტი, ის პოლიტიკური აქტია. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროკურატურაში ისევ «ცვეტში» არიან გვარამიას დალაგებული კლანები. გვარამიას ძმაკაცია ლევან მურუსიძე, გვარამიას ძმაკაცია იუსტიციის საბჭოს ახლანდელი მდივანი, მისი ძმაკაცებითა და ყოფილი ხელქვეითებით არის სავსე დღეს პროკურატურა. საპროკურორო საბჭოს წევრებად არჩიეს ახალი წევრები. დღეს არ არის «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში. ნუ მიწყენს ვინმე, ამას რომ ვამბობ. რომ აირჩიეს ეს ადამიანები საპროკურორო საბჭოს წევრებად, ვინმემ გადახედა მათ ბიოგრაფიას? ვინ იყვნენ, რა გზით მოვიდნენ, ვისი გამოზრდილები არიან. მაგრამ ამ ქვეყანაში თუ რაიმე საძაგლობები არ გაქვს ნაკეთები, ისე ხომ ადამიანს არც პროკურორად დანიშნავენ და არ მოსამართლედ...


- რას გულისხმობთ?


- ივანე კაკალია რომ აირჩიეს, სულაც არ გამკვირვებია. ივანე გახლავთ ადეიშვილის ხელდასხმული, ისნის ძალიან საზიზღარი ყოფილი პროკურორის, დათო გაგნიძის, აი, ყველაფერი რომ აქვს ნაკადრები «ნაცების» დროს, ამ ადამიანის სტაჟიორი პროკურორი გახლავთ. ვერც მისი სტაჟიორობა ვერ მოხდებოდა ადეიშვილის გარეშე და საკუთარი თვალით ვარ შემსწრე, რომ იმ დროს, სწორედაც რომ სტაჟიორ-პროკურორებს ავალებდნენ ყველაზე დიდ საძაგლობებს და სიბინძურეებს. არაადამიანურად თუ არ მოიქცეოდა, ისე არ დანიშნავდნენ პროკურორად. ამას ისევ სჯობდა, გაგნიძე აერჩიათ, ან სულაც ადეიშვილი, ჭკვიანი მაინცაა. იგივე რამ ხდება სასამართლოში, «ნაციონალი» ყვავ-ყორნებითაა სავსე სისტემა. იმ ყვავ-ყორნებით, რომლებიც ხალხის გამწარებით მოვიდნენ დღემდე. გვენეტაძე რომ დაინიშნა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ გვენეტაძე, წულუკიანთან ერთად, დამარცხდა მურუსიძესთან ჭიდილში. აღარ ისმის სასამართლო რეფორმის იმ მესამე ტალღის ხმა. ასეა, ტალღას ერთი თვისება აქვს - შეიძლება დაგახრჩოს. მსგავს რამესთან გვაქვს საქმე.





alia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930