გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
"კიროკს" ჯერ ენა ამოაჭრეს, შემდეგ ე.წ. "ატვერტკით" თვალი ამოთხარეს და ეს ყველაფერი ნაძირალა კოტე გაბაშვილის თვალწინ მოხდა " - ლოთი ქობალია

5-12-2020

ზვიად გამსახურდიას დროის ეროვნული გვარდიის სარდალი, ლოთი ქობალია სამეგრელოში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებიდან ერთ ფრაგმენტს იხსენებს, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ორი მომხრის წამებას ეხება:


"ცხონებული თენგიზ ბულია მეტსახელად "კიროკი" და რომან ფუტკარაძე, მეტსახელად "მედვედი" ზუგდიდთან ახლოს, ე.წ. ჭითაწყაროს დასახლებაში აიყვანეს - მანქანით მიდიოდნენ და მხედრიონელებს შეეფეთნენ.


მათ ჯერ მუხლები დაუხვრიტეს შემდეგ კი ორივე ხობის საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც ხობის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. იქ დაუწყეს საშინელი წამება. ნაძირალა კოტე გაბაშვილისა და ჯაბა იოსელიანის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი.


"კიროკს" აიძულებდნენ, ზვიად გამსახურდიას შეაგინეო! ამის გამო "კიროკი" შევარდნაძეს და საქართველოს დამაქცევრებს აგინებდა და ხმამაღლა ყვიროდა - "გაუმარჯოს ზვიად გამსახურდიას! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!"


ამის ენა ვერ გავაჩერეთო, უთქვამთ ნაძირლებს და "კიროკს" დანით ენა ამოაჭრეს, ხოლო ცალი თვალი ე.წ. "ატვერტკით" ამოთხარეს!...


რაც შეეხება ცხონებულ რომან ფუტკარაძეს, ისიც სასტიკად აწამეს.


ამის შემდეგ წაიყვანეს საცოდავები და სოფელ თორსას გადასახვევთან დახვრიტეს. მიცვალებულები ტლაპოში ჩააგდეს და მიწა ზერელედ მიაყარეს. ჭირისუფლებს გვამების დამარხვის საშუალებას არ აძლევდნენ. ჭირისუფალმა ჩუმად დაიქირავა "ტაჩკა", ტომრებში ჩადეს ამ საცოდავების გვამები და ასე მოიპარეს" - იხსენებს ქობალია გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930