გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მარტი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მადლობა ვუხდი ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერით პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს ვინარჩუნებთ

10-12-2020

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერით, პანდემიის პირობებში, ქვეყანა ინარჩუნებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და აგრძელებს ახალ გამოწვევებთან გამკლავებას.

„დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერით, პანდემიის პირობებში, ვინარჩუნებთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და ვაგრძელებთ ახალ გამოწვევებთან გამკლავებას.

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, გავაგრძელებთ ადამიანის უფლებათა დაცვის არსებული მექანიზმებისა და აღსრულების გაძლიერებას, მყარი ინსტიტუციური გარანტიების შექმნას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31