გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დღეს სლოვენიას ეწვევა

23-04-2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ევროკავშირ-საქართველოს პროგრამის (EU4Justice) სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით, სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, დღეს სლოვენიას ვიზიტით ეწვევიან.


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართება: სლოვენიის პარლამენტის მართლმსაჯულების კომიტეტის პრეზიდენტთან, მართლმსაჯულების საბჭოს პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, სადისციპლინო სასამართლოს პრეზიდენტთან, მართლმსაჯულების საბჭოს გენერალურ მდივანთან, სლოვენიის მოსამართლეთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარესთან და ევროკავშირის პროექტის საერთაშორისო ექსპერტთან.


ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნობიან: სლოვენიის მართლმსაჯულების სისტემას, სლოვენიის სასამართლო რეფორმას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ჭრილში, მართლმსაჯულების საბჭოს ძირითად ფუნქციებს, ეთიკისა და მიუკერძოებლობის (integrity) კომისიის მუშაობას, მოსამართლეთა ეთიკის კოდექსს, მოსამართლეთა დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკანონმდებლო რეგულირებას, სამოსამართლო სწავლების ადმინისტრირებას, დისციპლინურ სამართალწარმოებას, საქმეთა მართვას, სასამართლოს მენეჯმენტს და სხვა საკითხებს.


ვიზიტის მიზანია სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა და ასევე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ჰარმონიზაციის პროცესში ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოს შესაბამისი გამოცდილების გაზიარება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031